24/05/2010
24 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
მედია ანონსი
ალმანახის - " საცნობლად თავისადაო " - პრეზენტაცია
25 მაისს, 16 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ალმანახი 2010-ის - „საცნობლად თავისადაო" - პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თაოსნობით ტარდება.
ალმანახში შესულია თბილისელ მასწავლებელთა 63 ნაშრომი , რომლებიც სპმთპ-ის თბილისის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის - "საცნობლად თავისადაო " - გამარჯვებულები არიან .
პრეზენტაციაზე იგეგმება ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ჟიურის შემადგენლობაში არიან: მხატვარი ქეთი მატაბელი, პოეტი რუსუდან კაიშაური, ლიტერატორი ლია კარიჭაშვილი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი, ნომინაციებში გამარჯვებულებს კი - დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.
###
მასწავლებლებს მიესალმებიან და წარმატებას მიულოცავენ ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები : რეზო სირაძე, როსტომ ჩხეიძე, ვანო ამირხანაშვილი, გია მურღულია, ლაშა ბაქრაძე და სხვები.
საკონტაქტო პირი
ნატო გუბელაძე,
სპმთპ - ის საინფორმაციო უზრუნვეყოფისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
877247711;
899 107794